კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანია აღწეროს თუ როგორ ამუშავებს Wendy’s/Dunkin’/Subway თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.

1. ჩვენს შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები Wendy’s/Dunkin’/Subway-ზე ნიშნავს მითითებას შპს „ვ-ჯეო რესტორნებზე“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 405404076), შპს ,,ვიენდი“-ზე (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 405599605), შპს ,,დან ჯორჯია“-ზე (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 405404003), შპს ,,საბჯორჯია“-ზე (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 405620831) (შემდგომში ,,კომპანია“ ან ,,ჩვენ“). აღნიშნული პოლიტიკით ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.

2. ვისთვის არის გამიზნული წინამდებარე დოკუმენტი?

წინამდებარე დოკუმენტი გამიზნულია Wendy’s/Dunkin’/Subway-ის მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი და/ან მომავალი) ან სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით.

3. როგორ ხდება ჩვენს მიერ მონაცემების შეგროვება?

ჩვენთვის თქვენი მონაცემების შეგროვება ხდება: თქვენს მიერ Wendy’s/Dunkin’/Subway-ის აპლიკაციაზე “W&D” რეგისტრაციის შედეგად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ აპლიკაციაზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში ვერ ისარგებლებთ შეკვეთის განთავსებით);

4. რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი?

ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებია:

  • თქვენს მიერ Wendy’s/Dunkin’/Subway-ის პროდუქტებით სარგებლობის უზრუნველყოფა;
  • Wendy’s/Dunkin’/Subway-ის ახალი პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება;
  • მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
  • ჩვენი ბრენდების და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოწოდება

5. რა სახის მონაცემების დამუშავება ხდება ჩვენს მიერ?

თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, შემდეგ მონაცემებს:

პერსონალური მონაცემები:
მომხმარებლის პირადი გვერდის (ანგარიშის/პროფილი) დეტალები:

თქვენს მიერ მომხმარებლის ანგარიშის (პირადი გვერდის/პროფილის) გახსნისას (რეგისტრაციისას) და Wendy’s/Dunkin’/Subway-ის სერვისებით  სარგებლობისას, თქვენი დაკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის  ჩვენ გთხოვთ თქვენს შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდებას, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სქესი.

ლოგ-ინ ისტორია და შეკვეთები:

სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობით გადმოცემულ ტექნიკურ ინფორმაციას (მაგ. თქვენს მიერ განხორციელებული შეკვეთების ისტორია, რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას, შესვლის დრო და ა.შ.).

6. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

Wendy’s/Dunkin’/Subway უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას. თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თქვენი მონაცემები შეინახება წინამდებარე პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.

7. ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?

საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ Wendy’s/Dunkin’/Subway-ის ჯგუფს და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:

  • თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;
  • სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;
  • მესამე მხარეებს, ვისთვისაც გვთხოვთ (ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;
  • მესამე მხარეებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენს მიერ მოთხოვნილი პროდუქტების მიწოდების უზრუნველსაყოფად (მაგ. ბანკები);
  • მომსახურების პროვაიდერებს – კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას ჩვენი სახელით;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს.

8. თანადამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები

  • თანადამუშავების არსი

როგორც აღნიშნულია წინამდებარე დოკუმენტში Wendy’s/Dunkin’/Subway აპლიკაციას ოპერირების უზრუნველსაყოფად და მომხმარებლებისთვის უწყვეტი სერვისის მიწოდების მიზნით, თქვენს პერსონალურ მონაცემებს ერთობლივად ამუშავებს ჯგუფში შემავალი ოთხი კომპანია:

  • შპს „ვ-ჯეო რესტორნები“ (ს/კ: 405404076)
  • შპს „ვიენდი“ (ს/კ: 405599605)
  • შპს „დან ჯორჯია“ (ს/კ: 405404003)
  • შპს „საბჯორჯია“ (ს/კ: 405620831)

თანადამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი

  • თქვენს მიერ პროდუქტებით სარგებლობის უზრუნველყოფა.
  • მარკეტინგული აქტივობების განხორციელება და ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
  • სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესება.
  • დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა და/ან ხელშეკრულების შესრულება (შეკვეთის დამუშავება/შესრულება).

თანადამუშავებაზე პასუხისმგებელ პირთა შორის პასუხისმგებლობის განაწილების არსი

თითოეული კომპანია პასუხისმგებელია საკუთარი ბრენდის (Wendy’s, Dunkin’ ან Subway) ფარგლებში შეკვეთის მიღებაზე, დამუშავებაზე, შესრულებაზე და მასთან დაკავშირებული ლოგ-ინ და შეკვეთების ისტორიის მონაცემების დამუშავებაზე.

ჯგუფის ყველა თანადამმუშავებელი ერთობლივად არის პასუხისმგებელი მონაცემთა სუბიექტის უფლებების უზრუნველყოფაზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კომპანიას მიმართავს მომხმარებელი.

9. როგორ ვიცავთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას?

ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ღონისძიებების დანერგვას და განხორციელებას. ჩვენ მიერ დანერგილ იქნა უსაფრთხოების სათანადო ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა მოხდეს არასანქცირებული წვდომის პრევენცია და ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის სწორი გამოყენების უზრუნველყოფა. ჩვენი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ კონტროლის სტანდარტულ პროცედურებს და საშუალებებს, როგორიცაა, მაგალითად:

  • დაშიფრული კავშირი;
  • აუთენტიფიკაციის და წვდომის კონტროლი;

10. ონლაინ უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვერებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.

11. თქვენ უფლება გაქვთ:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
  • გაითხოვოთ თანხმობა, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office-assistant@wendys.ge.

12. გამოყენების პირობები

თქვენს მიერ Wendy’s/Dunkin’/Subway-ის აპლიკაციის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს აპლიკაციის პირობების განუყოფელ ნაწილს.

13. თქვენი ვალდებულებები

მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენს შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.

14. კავშირი ჩვენთან

დაგვიკავშირდით office-assistant@wendys.ge – ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

დანართი N1: მონაცემთა სუბიექტის წერილობით თანხმობა პერსონალური მონაცემების დამ უშავებაზე:

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, კერძოდ: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, სხვა ის ინფორმაცია ან/და მონაცემი, რომლის დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით, იძლევა ჩემი პერსონალური იდენტიფიცირების საშუალებას და საჭიროა Wendy’s/Dunkin’/Subway-ისგან პროდუქციის შესყიდვის მიზნებისთვის. ასევე ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, ჩაწერაზე, ორგანიზებაზე, შენახვაზე, შეცვლაზე, აღდგენაზე, გამოთხოვაზე, გამოყენებაზე, დაბლოკვაზე, წაშლა ან განადგურებაზე. წინამდებარე თანხმობა გაცემულია ჩემს მიერ თავისუფლად, ჩემი ნება-სურვილით და ემსახურება ჩემს ინტერესს. აღნიშნული თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.