თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის დამუშავებაზე

ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შპს „ვ-ჯეო რესტორნების“, შპს „ვიენდის“, შპს „დან ჯორჯიას“ და შპს „საბჯორჯიას“ (რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ როგორც თანადამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები) მიერ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, სქესი, დაბადების თარიღი, შეკვეთების ისტორია, მომხმარებელთა ქცევა გამოყენებულ იქნას კომპანიების მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და სარელამო შეტყობინებების ჩემთან გასაზიარებლად. ინფორმირებული ვარ, რომ შეტყობინების გაზიარება ჩემთან მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე გამოვხატავ შესაბამის თანხმობას.

ვადასტურებ, რომ წინამდებარე თანხმობა გაცემულია ჩემს მიერ თავისუფლად, ჩემი ნებასურვილით და ემსახურება ჩემს ინტერესს.

თანხმობის გათხოვა ხორციელდება შემდეგი გზებით:

აპლიკაციის მეშვეობით:

  • პროფილის პარამეტრებში პირდაპირ მარკეტინგზე თანხმობის გამორთვის (Opt-Out) ფუნქციის გამოყენებით.
  • უარის თქმის მექანიზმით: შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით საკონტაქტო ელ. ფოსტაზე: office-assistant@wendys.ge

ინფორმირებული ვარ, რომ თანხმობის გამოთხოვის ან სხვა კანონიერი უფლებების განსახორციელებლად, შემიძლია მივმართო ნებისმიერ თანადამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს და თანადამუშავებაზე პასუხიმგებელი პირები ჩემი მოთხვონის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღირიცხება და კომპანიის მიერ შეინახება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.