შესყიდვების სპეციალისტი

შესყიდვების სპეციალისტი

ვაკანსიის კატეგორია: ბექ-ოფისი
ლოკაცია: თბილისი

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის ქუჩა 11

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა,  მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
  • ინფორმაციის მოძიება მწარმოებლების შესახებ, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
  • მომწოდებლბთან გადახდის პირობებზე მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი;
  • მოწოდების გეგმის შემუშავება;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კონტაქტების დამყარება;
  • ადგილობრივი და იმპორტული შესყიდვების ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება;
  • მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი;
  • ქსელის მომარაგების მუდმივი კონტროლი და პრობლემის შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება;
  • ახალი იმპორტირებული პროდუქტების შესახებ დაკავშირებული დეპარტამენტების ინფორმირება;
  • ლოჯისტიკური ოპერაციის დაგეგმვა, კონტროლი შესრულებაზე;
  • ურთიერთობა სარეკლამო კომპანიებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

უნარები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

**აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

შეავსე განაცხადი

ფორმატი: .pdf, .doc, .docx
Shopping cart close