ამერიკული რესტორნების ქსელი ვენდისი ეძებს ახალ თანამშრომლებს სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განაკვეთი – ნახევარი და სრული
ანაზღაურება – 800-900 ლარი + ბონუსი
ფილიალების ლოკაცია:
- თბილისის აეროპორტში
- საბურთალო – მეტრო დელისთან
- დოლიძის 2- სპორტის სასახლის წინ
- ვაკე – ჭავჭავაძის 37
- დიღომი – აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
- დიღომი – მარშალ გელოვანის 35
- თბილისი მოლში
- მეტრო რუსთაველთან – ელბაქიძის დაღმართი
- გალერია თბილისში
- ისტ პოინტში
- გლდანის ხიდებთან
- მეტრო ვარკეთილთან
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება;
- ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
- ბურგერების, სენდვიჩების, კარტოფილი ფრის, ქათმის პროდუქტების მომზადება;
- სამზარეულოს ზონის მოწესრიგება;
- საკვების უვნებლობის სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა
რას გთავაზობთ ჩვენ?
- საბონუსე სისტემას;
- სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტს;
- ღამის ცვლის დანამატს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს – სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- Fitpass;
სააპლიკაციო ფორმის შევსებით ან რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Wendy’s Georgia-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@wendys.ge