სერვისის კონსულტანტი – ბათუმი

სერვისის კონსულტანტი – ბათუმი

ვაკანსიის კატეგორია: რესტორანი
ლოკაცია: ბათუმი

ამერიკული რესტორნების ქსელი ვენდისი ეძებს ახალ თანამშრომლებს სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.


სამუშაო განაკვეთი – ნახევარი და სრული
ანაზღაურება – 800-900 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება;
  • ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
  • ბურგერების, სენდვიჩების, კარტოფილი ფრის, ქათმის პროდუქტების მომზადება;
  • სამზარეულოს ზონის მოწესრიგება;
  • საკვების უვნებლობის სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა

რატომ უნდა გახდე ვენდის გუნდის წევრი?

  • ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა;
  • ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს;
  • ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი;
  • ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ბურგერების და არა მარტო ბურგერების მომზადებას;
  • ჩვენთან ღიმილი მთავარია;
  • ერთად უკეთესია და ერთად ვგულისმობთ შენთან ერთად

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • საბონუსე სისტემას;
  • ღამის ცვლის დანამატს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს – სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • Fitpass

სააპლიკაციო ფორმის შევსებით ან რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Wendy’s Georgia-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@wendys.ge

შეავსე განაცხადი

ფორმატი: .pdf, .doc, .docx
Shopping cart close