ხარისხი ჩვენი რეცეპტია
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უახლეს ინგრედიენტებს საკვების მოსამზადებლად. ვენდი’ს გპირდებათ მაღალ ხარისხს, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია.
ყოველთვის ბუნებრივი
ჩვენ გთავაზობთ 100%-ით ნატურალურ ხორცს. ჩვენ მიერ მომზადებული ბურგერები სწორედ ამის გამოა უფრო წვნიანი და გემრიელი.
მომზადება შეკვეთისთანავე
ჩვენ წარმოგიდგენთ საკვებს, რომელიც მზადდება თქვენი შეკვეთის მიღებისთანავე.
ახალი პროდუქცია
ჩვენთან სალათები მზადდება ყოველდღიურად, რადგანაც ვთვლით, რომ ახალი გაცილებით გემრიელია.
ორიგინალური
ჩვენ ვამზადებთ უნიკალური გემოს მქონე საკვებს, თუნდაც ჩვენი კლასიკური ცივი დესერტები – ფროსტი – 100% ნაღებისა და კაკაოს შემადგენლობით.
ჩვენ ხარისხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს
როდესაც ვენდის რესტორანს სტუმრობთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენთან ყოველთვის დაგხვდებათ: მეგობრული გუნდი, ნათელი, მშვიდი ატმოსფერო, სისუფთავე, მრავალფეროვანი მენიუ. და რაც მთავარია – უგემრიელესი საკვები! ბურგერები აუცილებლად ახლად დამზადებული, შემდგარი ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისგან; სალათები – ჯანსაღი; ფროსტის დესერტები კი მუდამ ცივი და არომატული. ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ ჩვენი ინგრედიენტები ყოველთვის უმაღლესი ხარისხისაა.
ჩვენი ჰამბურგერები მზადდება უახლესი ძროხის ხორცით, რომელიც თავსდება უგემრიელეს პურში. იგი არ ინახება გამათბობელი მოწყობილობის ქვეშ. გრილიდან გამოღებული დაუყოვნებლივ თავსდება ფუნთუშაში და პირდაპირ მიდის მომხმარებელთან. ჩვენი სალათები მზადდება ყოველდღიურად და არ შეიცავს არანაირ კონსერვანტებს.