ვისოლ ჯგუფი

ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ ამჟამად სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და საავტომობილო ტექმომსახურების ბიზნესსაც ავითარებს. ვისოლ ჯგუფი საქართველოში ამჟამად აფართოვებს სუპერმარკეტების ქსელს სმარტის სახელწოდებით.
 
2012 წლის აპრილის თვეში „ვენდი’ს“-მა, მსოფლიოში ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა ხელშეკრულება ვისოლ ჯგუფთან, რომლის თანახმადაც მოდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანში უნდა გაიხსნას რესტორნის ქსელის 25 ობიექტი. მალე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ვენდი’ს რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში იხილოს. 

ვენდი’ს არის მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ბრენდი, რომლის ფასეულობები და ბიზნესისადმი მიდგომაც ჭეშმარიტად შეესაბამება ჩვენსას. აქედან გამომდინარე გვჯერა, რომ „ვენ ჯორჯიას“ ჰოლდინგის შვილობილ კომპანიად დამატება უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ძირითად ფასეულობას: მაღალ ხარისხს (ეს მიდგომა ჩვენი სლოგანშიც იკვეთება – ხარისხი რომელსაც ვენდობი).

ჩვენი მიზანია ქართველი მომხმარებელი ვაზიაროთ საკვების ინდუსტრიაში საუკეთესო ხარისხს, ადგილობრივ ბაზარზე წარმოვადგინოთ მსოფლიო ლიდერი და ამაყად განვაგრძოთ ვენდის და მისი დამფუძნებლის, დეივ თომასის მემკვიდრეობა. 

ვენდი'ს

ვენდის დაარსება მისი დამფუძნებლის დეივ თომასის ოცნების განხორციელება იყო. დეივს სურდა საუკეთესო ამერიკული რესტორნის შექმნა.

დეივმა პირველი რესტორანი 1969 წლის ნოემბერში კოლუმბუსში, ოჰაიოს შტატში გახსნა, რომელსაც მისი 8 წლის ქალიშვილის, ვენდის სახელი უწოდა. „ვენდი’ს“ ქსელი, რომელმაც სახელი უგემრიელესი პროდუქციითა და მაღალი ხარისხით გაითქვა, მალე გაფართოვდა – მიიღო ათასობით რესტორნის ლიცენზია და დღესაც მსოფლიოსთვის საყვარელ პროდუქციას აწარმოებს. დეივის სიტყვები, “ჩვენ არ ვცვლით ხარისხს”, ეხება ყველაფერს, როგორც პროდუქციას აგრეთვე კლიენტთა მომსახურებას. „ვენდი’ს“-ში ჩვენ პატივს ვცემთ და ვაგრძელებთ მის მემკვიდრეობას, მაღალი ხარისხი ჩვენი სავიზიტო ბარათია.

ქველმოქმედება

დეივ თომასი ოჯახმა პატარაობისას იშვილა. წლების შემდეგ იგი თავად გახდა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა უფლებების დამცველი, დაეხმარა მსოფლიო მასშტაბით ათასობით მომლოდინე ბავშვს. დეივი თვლიდა, რომ “ყველა ბავშვი იმსახურებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილსა და მოსიყვარულე ოჯახს”.

1992 წელს დეივმა დააარსა დეივ თომასის სახელობის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა ბავშვებს თბილი და მზრუნველი გარემოს პოვნაში. იშვიათია ვინმე, ვინც დეივის მსგავსად ისწრაფვოდა ბავშვთა დახმარებისათვის. http://www.davethomasfoundation.org/what-we-do/wendys-wonderful-kids/

„ვისოლ ჯგუფი“ და „ვენ ჯორჯია“ გავნაგრძობთ დეივის დანატოვარ მემკვიდრეობას. ჩვენი ღირებულებები მჭიდრო კავშირშია დეივ თომასის მიდგომასთან ცხოვრებისა და ბიზნესისადმი:

ვისოლ ჯგუფი

ხარისხი, რომელსაც ვენდობი

მუდმივი ზრუნვა განვითარებასა და ინოვაციაზე 

სოციალური პასუხისმგებლობა უკეთესი მომავლის შესაქმნელად  

ვენდი'ს

ხარისხი ჩვენი რეცეპტია

ვაკეთოთ საქმე სამართლიანად

გავიღოთ მოწყალება

გარდა ამ მნიშვნელოვანი ღირებულებებისა, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას, ვისოლ ჯგუფს აგრეთვე საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს ქველმოქმედების სფეროში, სახელდობრ იავნანას ფონდთან თანამშრომლობის კუთხით. ფონდის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და გააუმჯობესოს მათი სოციალური პირობები.

დეივის მემკვიდრეობა კვლავ ცოცხლობს „ვისოლ ჯგუფსა“ და „ვენ ჯორჯიასთან“ ერთად. ჩვენ ვეცდებით სარგებელი მოვუტანოთ საზოგადოებას, ჩვენი საერთო ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ყველა საქმეში, ყოველდღიურად.