ვისოლ ჯგუფი
![](https://wendys.ge/wp-content/uploads/2023/07/small.png)
ვენდი’ს არის მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ბრენდი, რომლის ფასეულობები და ბიზნესისადმი მიდგომაც ჭეშმარიტად შეესაბამება ჩვენსას. აქედან გამომდინარე გვჯერა, რომ „ვენ ჯორჯიას“ ჰოლდინგის შვილობილ კომპანიად დამატება უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ძირითად ფასეულობას: მაღალ ხარისხს (ეს მიდგომა ჩვენი სლოგანშიც იკვეთება – ხარისხი რომელსაც ვენდობი).
ჩვენი მიზანია ქართველი მომხმარებელი ვაზიაროთ საკვების ინდუსტრიაში საუკეთესო ხარისხს, ადგილობრივ ბაზარზე წარმოვადგინოთ მსოფლიო ლიდერი და ამაყად განვაგრძოთ ვენდის და მისი დამფუძნებლის, დეივ თომასის მემკვიდრეობა.
ვენდი'ს
ვენდის დაარსება მისი დამფუძნებლის დეივ თომასის ოცნების განხორციელება იყო. დეივს სურდა საუკეთესო ამერიკული რესტორნის შექმნა.
![](https://wendys.ge/wp-content/uploads/2023/07/dave-thomas.jpg)
დეივმა პირველი რესტორანი 1969 წლის ნოემბერში კოლუმბუსში, ოჰაიოს შტატში გახსნა, რომელსაც მისი 8 წლის ქალიშვილის, ვენდის სახელი უწოდა. „ვენდი’ს“ ქსელი, რომელმაც სახელი უგემრიელესი პროდუქციითა და მაღალი ხარისხით გაითქვა, მალე გაფართოვდა – მიიღო ათასობით რესტორნის ლიცენზია და დღესაც მსოფლიოსთვის საყვარელ პროდუქციას აწარმოებს. დეივის სიტყვები, “ჩვენ არ ვცვლით ხარისხს”, ეხება ყველაფერს, როგორც პროდუქციას აგრეთვე კლიენტთა მომსახურებას. „ვენდი’ს“-ში ჩვენ პატივს ვცემთ და ვაგრძელებთ მის მემკვიდრეობას, მაღალი ხარისხი ჩვენი სავიზიტო ბარათია.
დეივისთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მან სიტყვები “ხარისხი ჩვენი რეცეპტია” ვენდის ლოგოს განუყოფელ ნაწილად აქცია.
დეივი იყო პატიოსანი, გულწრფელი და საკუთარი სიტყვის შემსრულებელი ადამიანი. მას სჯეროდა, რომ თუ ადამიანი რაიმეს გაკეთებას დათქვავს, ის აუცილებლად უნდა შეასრულოს. იგი თვლიდა, რომ პიროვნული სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. ვაკეთებდეთ სწორ საქმეს სამართლიანად – საუკეთესო არჩევანია. რეპუტაციას ადამიანი სწორედ ყოველდღიური საქმიანობებით მოიპოვებს.
დეივი ცხოვრობდა ოქროს კანონით: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ. მან ეს გამონათქვამი შემდეგნაირად გაამარტივა: უბრალოდ იყავი თავაზიანი. იგი თვლიდა, რომ თუ ადამიანებს მოექცევი პატივისცემით და ღირსებით, ისინი უფრო მეტად მოგისმენენ და გაგიგებენ. იყო თავაზიანი, აგრეთვე ნიშნავს იყო კარგი მსმენელი. ეს გახლავთ პატივისცემის ნიშანი, რაც მეტის გაგების საშუალებას მოგცემთ, ამბობდა დეივი.
არაფერია ცუდი იმაში, რომ იამაყო მიღწეული წარმატებით და მიღებული მოგებით. დეივისთვის მოგება ზრდასთან, სამომავლო შესაძლებლობებსა და პერსპექტივასთან ასოცირდებოდა. იგი თვლიდა, რომ როდესაც ზრუნავ შენს ბიზნესზე, ორიენტირებული ხარ ხარისხსა და მომხმარებელზე – მაშინ თვით ბიზნესიც იზრუნებს შენზე.
დეივი თვლიდა, რომ ყველას პასუხისმგებლობაა გაიღოს გარკვეული მოწყალება – დაეხმაროს მათ, ვისაც საკუთარი თავის დახმარების ძალა არ შესწევს. ქველმოქმედება არ ნიშნავს მხოლოდ ფულად დახმარებას, ის აგრეთვე გულისხმობს გაუზიარო ადამიანებს შენი ცოდნა და გამოცდილება.
ქველმოქმედება
დეივ თომასი ოჯახმა პატარაობისას იშვილა. წლების შემდეგ იგი თავად გახდა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა უფლებების დამცველი, დაეხმარა მსოფლიო მასშტაბით ათასობით მომლოდინე ბავშვს. დეივი თვლიდა, რომ “ყველა ბავშვი იმსახურებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილსა და მოსიყვარულე ოჯახს”.
1992 წელს დეივმა დააარსა დეივ თომასის სახელობის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა ბავშვებს თბილი და მზრუნველი გარემოს პოვნაში. იშვიათია ვინმე, ვინც დეივის მსგავსად ისწრაფვოდა ბავშვთა დახმარებისათვის. http://www.davethomasfoundation.org/what-we-do/wendys-wonderful-kids/
„ვისოლ ჯგუფი“ და „ვენ ჯორჯია“ გავნაგრძობთ დეივის დანატოვარ მემკვიდრეობას. ჩვენი ღირებულებები მჭიდრო კავშირშია დეივ თომასის მიდგომასთან ცხოვრებისა და ბიზნესისადმი:
ვისოლ ჯგუფი
ხარისხი, რომელსაც ვენდობი
მუდმივი ზრუნვა განვითარებასა და ინოვაციაზე
სოციალური პასუხისმგებლობა უკეთესი მომავლის შესაქმნელად
ვენდი'ს
ხარისხი ჩვენი რეცეპტია
ვაკეთოთ საქმე სამართლიანად
გავიღოთ მოწყალება
გარდა ამ მნიშვნელოვანი ღირებულებებისა, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას, ვისოლ ჯგუფს აგრეთვე საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს ქველმოქმედების სფეროში, სახელდობრ იავნანას ფონდთან თანამშრომლობის კუთხით. ფონდის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და გააუმჯობესოს მათი სოციალური პირობები.
დეივის მემკვიდრეობა კვლავ ცოცხლობს „ვისოლ ჯგუფსა“ და „ვენ ჯორჯიასთან“ ერთად. ჩვენ ვეცდებით სარგებელი მოვუტანოთ საზოგადოებას, ჩვენი საერთო ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ყველა საქმეში, ყოველდღიურად.