თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, კერძოდ: სახელი და გვარი,
ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, სხვა ის
ინფორმაცია ან/და მონაცემი, რომლის დამუშავება ნებადართულია საქართველოს
კანონმდებლობით, იძლევა ჩემი პერსონალური იდენტიფიცირების საშუალებას და საჭიროა
Wendy’s/Dunkin’/Subway-ისგან პროდუქციის შესყიდვის მიზნებისთვის. ასევე ვაცხადებ თანხმობას
ჩემი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, ჩაწერაზე, ორგანიზებაზე, შენახვაზე, შეცვლაზე,
აღდგენაზე, გამოთხოვაზე, გამოყენებაზე, დაბლოკვაზე, წაშლა ან განადგურებაზე. წინამდებარე
თანხმობა გაცემულია ჩემს მიერ თავისუფლად, ჩემი ნება-სურვილით და ემსახურება ჩემს
ინტერესს.
აღნიშნული თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ
ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომ
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს.
ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ
კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
ინფორმირებული ვარ, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი პერსონალური მონაცემთა
დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის
თანახმად ექვემდებარება მხოლოდ ჩემი თანხმობის არსებობას.
ჩემ მიერ თანხმობა გაცემულია უვადოდ, მის გამოხმობამდე. ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ
ნებისმიერ დროს შემიძლია უკან გამოვიხმო აღნიშნული თანხმობა, მოვითხოვო პირდაპირი
მარკეტინგის მიზნით ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების, ასევე
რეკლამების/შეთავაზებების მიღების შეწყვეტა, კომპანიისთვის ელ. ფოსტის მეშვეობით
შეტყობინების გაგზავნის office-assistant@wendys.ge გზით.
ასევე, ტელეფონის ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე კონკრეტული რეკლამის/შეთავაზების
მიღებისას უარის თქმის მექანიზმის (NOSMS/UNSUBSCRIBE) გამოყენების გზით. აღნიშნულ
შემთხვევაში, კომპანია ჩემი მოთხვონის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7
(შვიდი) სამუშაო დღისა შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი პერსონალური
მონაცემების დამუშავებას.
თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღირიცხება და კომპანიის მიერ
შეინახება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის
განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
ხელმოწერა: _______________________
თარიღი: [თარიღი]